ღარიბი დედაქალაქის მდიდრული ახალი წელი - მერია საახაწლოდ 6 მლნ ნახევარ ლარს დახარჯავს
ღარიბი ქალაქის მდიდრული ახალი წელი 6 ნახევარი მილიონი ლარი დაჯდება. ქალაქის მერია გასართობ ღონისძიებებში კოლოსალურ თანხას დახარჯავს. მილიონები თბილისში თემატური ინსტალაციების მოწყობაში, ნაძვის ხის შეძენა-მორთვაში და დეკორაციებში დაიხარჯება, კონტრაქტები კი ისევ პირდაპირი შესყიდვის წესით გააფორმეს.
ოპოზიციას აინტერესებს, რა გეგმა აქვს მერიას იმ ადამიანებისთვის, ვინც ახალ წელს სრულ სიდუხჭირეში ხვდება.
ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე კახი კალაძის მხრიდან სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს.
ერთი წელი აქვთ ხოლმე იმის მოსამზადებლად, რომ ტენდერები ჩაატარონ და გააკეთონ თანხების ეკონომია, მაგრამ მიუხედავად ამისა, წლიდან წლამდე ვხარჯავთ მილიონობით ლარს და კონტრაქტებს ის ებს ტენდერების გარეშე ერთ პირთან მოლაპარაკებით. კონკრეტულ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელიც არის ტენდერების გარეშე ყოველთვის არის კორუფციის წყარო და საფუძველი და შესაბამისად, კახი კალაძე, რომელიც გასვრილია ისედაც კორუფციაში, ამ თანხებსაც, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გამოიყენებს, - ამბობს ნადირაძე.
თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს "ლელოს" წევრი საბა ბუაძეც.
ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ახალი წელი და ამაში ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს ტანხები, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და როდესაც საუბარია იმაზე, რომ ყოველწლიურად რამენიმე მლნ იხარჯება და წელსაც ვხედავთ, რომ იხარჯება 6 მლნ, ეს არის ძალიან ცინიკური და არაადეკვატური დამოკიდებულება კახი კალაძისგან, რომელიც არაერთხელ გვინახავს, მათ შორის, ამ საახალწლო და სხვა საზეიმო ღონისძიებებტან დაკავშირებით, - ამბობს საბა ბუაძე.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საახალწლო ღონისძიებების მოსაწყობად ტენერების გარეშე 5 მლნ ლარი დაიხარჯა.