დაჭრილი კოსტა სანიკიძე გონს მოვიდა - მსახიობი შესაძლოა, დღესვე გამოჰკითხონ
დაჭრილი მსახიობი გონს მოვიდა. კოსტა სანიკიძის მდგომარეობა ახლა სტაბილურადდ მძიმეა და რეანიმაციაში რჩება. არ არის გამორიცხული, სამართალდმაცველებმა სანიკიძე დღესვე გამოჰკითხონ, რადგან პოლიციას ჯერ სისხლიანი ანგარიშსწორების მოტივი არ გაურკვევია.
განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. ერთი ვერსიით, რეალითი შოუს მონაწილეს დანით ქალის გამო გაუსწორდნენ, თუმცა ამ ვერსიას მისი უახლოესი მეგობრები კატეგორიულად გამორიცხავენ.
ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ უკეთესობაა. გონს მოვიდა. რაც მნიშვნელოვანია ძალიან აპარატიდან გამოაერთეს. რაც შეხება მოტივს, მოტივთან დაკავშირეით არაფერი ვიცით და მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია გავიგოთ. ჭორია, რომ შეიძლება გოგოს გამო ყოფილიყო, არაფერი ვიცით და შესაბამისად, მაგაზე დადასტურებულ პასუხს ვერ გაგცემთ. თვალი გაახილა, მხოლოდ დედამ ნახა ამ ეტაპზე. გამომოძიებლებს არ გამოუკითხავთ, - ამბობს სანიკიძის მეგობარი.
შეგახსენებთ, რომ მსახიობ კოსტა სანიკიძეს თავს საკუთარ სახლში გამთენიისას აესხნენ. მას ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ ცხელს კვალზე 30 წლამდე მამაკაცი დააკავა.