გადახდილი სახურავები და მოგლეჯილი ხეები - წალენჯიხაში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
გადახდილი სახურავები, მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული ელექტროგადამცემი ბოძები და ინფრასტრუქტურა – ასეთი შედეგი მოჰყვა წალენჯიხაში სტიქიას. ძლიერმა ქარმა ჭალეს ადმინისტრაციულ ერეულში კერძო სახლებს და საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. ჯვარში დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.
წალენჯიხის მერის წარმომადგენლების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დილიდან სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება. დაწყებულია ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახურავების ნარჩენებისგან გასუფთავება და მომზადება გადახურვისთვის. Რაც შეეხება ელექტროენერგიას ჯვარში, ამ დროისთვის ის სრულად აღდგენილია.
Მათივე ცნობით, ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. Სპეციალური კომისია ითვლის ზარალს და შედეგების მიხედვით, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან მოხდება შესაბამისი თანხების მობილიზება და დაზიანებული ობიექტების სრული გადახურვა. Მანამდე კი სახლები ალტერნატიული მასალით გადაიხურება.