ჯარიმა თუ პატიმრობა? - საქალაქო სასამართლოში ვარლამ გოლეთიანის პროცესი იწყება
ჯარიმა თუ პატიმრობა? - თბილისის საქალაქო სასამართლოში წუთი წუთზე ვარლამ გოლეთიანის პროცესი უნდა დაიწყოს. წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული სასამართლოში უკვე მიიყვანეს, შენობის გარეთ კი რიონის მცველები იკრიბებიან.
დღესვე გაიმართება აქციაზე დაკავებული სხვა პირების სასამართლოც. ყველა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან იმ დროს დააპატიმრეს, როცა რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმებას ითხოვდნენ.
ბატონი ვარლამი იმყოფება დღეს აქ, მოყვანილია. იზოლატორიდან მაქვს აღნიშნული ინფორმაცია. სასამართლომ ვერ დამიდასტურა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მოყვანილია, თუმცა არ არის რეგისტრირებული ჯერ საქმე. ჩვენ შევხვდით ბატონ ვარლამს და როგორც ვისაუბრეთ, მისი მხრიდან არ ჰქონია არანაირ სამართალარღვევას ადგილი, იგი არ უწევდა წინააღმდეგობას პოლიციას. მისთვის ცნობილი გახდა ადკავების მოტივი მხოლოდ მას შემდეგ, როესაც მოხდა მისი დაკავება და გადაყვანა შუშებიან შენობაში, როდესაც გახორციელდა ოქმის შევსება. ადვოკატებს არ მოგვეცა დროულად ინფორმაცია, არ ვიცოით რომელი დაკავებული რომელ იზოლატორში ჰყავდათ წაყვანილი და ვინ ჰყავდათ დაკავებული. იმისთვის, რომ მოხდესდაცვის გახორციელება და დავიცვათ საუკეთესო ინტეერსები ჩვენი ბენეფიციარებისთვის, აუცილებელია, რომ მოგვცეს სასამართლომ გონივრული ვადა, - ამბობს ადვოკატი.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულები საპატიმროში უკვე მოინახულა ომბუდსმენმა. ლევან იოსელიანი მომხდარზე შეშფოთებას გამოთქვამს.