ვაკეში შენობის კედელი ჩამოინგრა - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
ვაკეში ილია ჭავჭავაძის 49 ნომერში რამდენიმე წუთის წინ შენობის კედელი ჩამოინგრა. დაზიანდა გაზის მილი, შესაბამისად, მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მოსახლეობა ამბობს, რომ მერიას ახმარების თხოვნით არაერთგზის მიმართეს, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.