5 ჭრილობა მუცლის არეში - ვინ და რატომ დაესხა თავს მსახიობ კოსტა სანიკიძეს?

19.11.23 19:59
5 ჭრილობა მუცლის არეში - ვინ და რატომ დაესხა თავს მსახიობ კოსტა სანიკიძეს?

 

 

ვინ და რატომ ცდილობდა მსახიობის მკვლელობას? შინაგან საქმეთა სამინისტრო კოსტა სანიკიძეზე თავდასხმის მოტივს ჯერ ვერ იგებს. მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული პოლიციასთან არ თანამშრომლობს. ვერ ხერხდება დაჭრილის გამოკითხვაც. სანიკიძე გადაუდებელი ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაშია.  მისი  ჯანმრთელობა სტაბილურად მძიმედ ფასდება.

კოსტა სანიკიძეს ოთხი ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. მსახიობს უცნობი მამაკაცი საკუთარ სახლში დედის თვალწინ გამთენიისას გაუსწორდა. მოძალადემ გაქცევა ვერ შეძლო. სანიკიძის დაჭრის შემდეგ თავდამსხმელს გული წაუვიდა. ის პოლიციამ სისხლიანი გარჩევის ადგილას აიყვანა. 

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.