ძლიერი ნალექი და ზვავსაშიშროება გზებზე - საქართველოში ამინდი გაუარესდება

20.11.23 12:01
ძლიერი ნალექი და ზვავსაშიშროება გზებზე - საქართველოში ამინდი გაუარესდება

გუდაური - კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა, ამიტომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვა დააწესა. ვერცერთი მძღოლი გუდაური - კობის მონაკვეთზე გადაადგილებას ვერ შეძლებს. აიკრძალა მოძრაობა ჟინვალი - ბარისახო - შატილის მიმართულებითაც. მომდევნო ორი დღე მთელ ქვეყანაში ამინდის მკვეთრი გაუარესება და ძლიერი ნალექია მოსალოდნელი.

მოსახლეობას სიფრთხილისკენ  112-მაც  მოუწოდა.