განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში - კოსტა სანიკიძეზე თავდამსხმელს ბრალი დაუმძიმდა
კოსტა სანიკიძეზე თავდამსხმელს ბრალი დაუმძიმდა - გიორგი გველესიანს მსახიობის განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში ედავებიან.
დაკავებული ახლა დუმილის უფლებას იყენებს ის არ ამბობს რა მიზეზით დაესხა თავს მსახიობს და რატომ მიაყენა უმძიმესი დაზიანებები.
ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ითვალისწინებს.
ბრალდების მხარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება"- წერს პროკურატურა.
"პირველების" ინფორმაციით, საქმეში დევს მომხდარის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც შემთხვევის ადგილზე კოსტა სანიკიძის ძმამ გადაიღო.
ამასთან, პოლიციამ ადგილიდან ამოიღო ცივი იარაღი და ე.წ. სპიცი.
"პირველების" ინფორმაციით, გველესიანი სანიკიძეს ერთი კვირის წინაც ემუქრებოდა. პოლიციაში მსახიობს განცხადებაც ჰქონდა დაწერილი, თუმცა ვიდრე საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობამდე არ მივიდა, პოლიციამ არ იმოქმედა.
სანიკიძეს მეგობრები ამბობენ, რომ გველესიანს არ იცნობენ. მასთან ნაცნობობას თავად კოსტა სანიკიძეც უარყოფს. ამის შესახებ მან საკუთარ დედას უთხრა.
შეგახსენებთ, რომ მსახიობ კოსტა სანიკიძეს თავს საკუთარ სახლში ორი დღის წინ გამთენიისას დაესხნენ. მას ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ ცხელს კვალზე 24 წლის გიორგი გველესიანი დააკავა.