გოდერძის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა
გოდერძის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
რთული მეტეოროლოგიური პირობების და დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა" - წერს გზების დეპარტამენტი.