თავდასხმა შურისძიების მოტივით - ახალი დეტალები კოსტა სანიკიძეზე მომხდარი თავდასხმის შესახებ

მკვლელობის მცდელობა მეორედ, ათ დღიანი შუალედით. ირკვევა, რომ მსახიობ კოსტა სანიკიძის წინააღმდეგ პირველი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაწყებული იყო. ჩვენება მისცა დაზარალებულმა მსახიობმაც, თუმცა თავდამსხმელი სამართალდამცველებს გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ. რამდენიმე დღის შემდეგ, უკვე მეორედ გველესიანი სანიკიძეს სახლთან ჩაუსაფრდა და ჭრილობები ორი ცივი იარაღით მიაყენა.
თავდამსხმელს ბრალი დაუმძიმდა. მამა ამტკიცებს, რომ შვილს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ის ღამით სახლიდან გაიპარა და დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა. ახლა უკვე სამედიცინო ექსპერტიზის პასუხზე იქნება დამოკიდებული, ახალგაზრდა კაცი სასჯელს ციხეში მოიხდის თუ კლინიკაში. მას 16-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
როდის იმსჯელებს სასამართლო სისხლიანი ანგარიშსწორების საქმეზე? - სოფო ნიაურია პირდაპირ ეთერში.