ცანა-ლასდილის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა, მელე-ცანას მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტი

21.11.23 10:18
ცანა-ლასდილის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა, მელე-ცანას მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტი

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ146-კმ151 (ცანა-ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამავე საავტომობილო გზის კმ125-კმ146 (მელე-ცანა) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
 საავტომობილო გზის კმ1-კმ125 (წყალტუბოს გადასახვევი-მელე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

მსგავსი სიახლეები