უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის რუს ოფიცრებს აშშ-მა სანქციები დაუწესა

ბუჩაში და ანდრეევკაში ომის დანაშაულების ჩამდენ რუს ოფიცრებს აშშ-მა სანქციები დაუწესა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი, აზატბეკ ომურბეკოვი, რომელიც ცნობილია როგორც „ბუჩას ჯალათი“ და კაპრალი დანიილ ფროკინი უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის სანქციების სიაში დაამატა.
ომურბეკოვს, ფროკინსა და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ.
„ოფიცრების ქმედებები ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს“, - განაცხადა ბლინკენმა.