"დაგვეკარგა გომბორა" - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი დახმარებას ითხოვს - სალომე ზურაბიშვილს ძაღლი დაეკარგა.
დაგვეკარგა გომბორა მზიური/ჭავჭავაძის მიდამოებში . ნაცრისფერი ყელსაბამი უკეთია
შეგვეხმიანეთ თუ ნახავთ.
ტელ 59904670", - წერს პრეზიდენტი.
საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ტელეკამერები ხშირად აფიქსირებენ თავის ერთგულ ოთხფეხა მეგობართან ერთად.
4 წლის წინ, „გომბორა“ პრეზიდენტმა გომბორის უღელტეხილზე იპოვა, ეს სახელიც ამიტომ დაარქვა.