დიდთოვლობის გამო საქართველო-რუსეთის საზღვარზე 26 კილომეტრიანი საცობია

საქართველო რუსეთის საზღვარზე 26 კმ-იანი საცობია. უკვე რამდენიმე დღეა მძღოლები ღამეებს ზემო ლარზე ათევენ. სასაზღვრო პუნქტი დაკეტილია როგორც სატვირთო ასევე მსუბუქი ავტომობილებისთვის.
მიზეზი დიდთოვლობაა. თოვლმა ტერიტორია სრულად დაფარა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარებს, ამ დრომდე საზღვრის გახსნა ვერ ხერხდება.