გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში სატვირთო ბავშვს დაეჯახა

21.11.23 14:54
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში სატვირთო ბავშვს დაეჯახა

უბედური შემთხვევა თბილისში - გავრცელებული ინფორმაციით, გორგასლის 41 ნომერში სატვირთო მანქანა მოზარდს დაეჯახა.

ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლს სატვირთო დაუგორდა, მოზარდი კი მძიმე ტექნიკის ქვეშ მოხვდა.

"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ექიმები მის გადარჩენას ამ წუთებში ცდილობენ 

"tvpirveli.ge" შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში შემთხვევას ადასტურებენ, თუმცა სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ.

გომელაურის უწყებიდან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

მსგავსი სიახლეები