მზიური იყიდება - ბავშვთა ქალაქის ნაწილს ღარიბაშვილის ნათელმირონს აძლევენ
მზიური იყიდება. თბილისის ბავშვთა ქალაქის ნაწილს ირაკლი ღარიბაშვილის ნათელმირონს, ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის კომპანიას აძლევენ. სამშენებლო მოედნად მზიურის კორტების უკანა ტერიტორია გადაიქცევა, სადაც, წესით, პარკი უნდა ყოფილიყო. საუბარია 250 კვ, მეტრზე.
ნოშრევან ნამორაძისთვის, რომელმაც მანამდე სამშენებლო მოედნად სპორტის სამინისტროს ტერიტორია გადააქცია, პრეზიდენტის განკარგულებებსაც ცვლიან, რადგან მზიურს განსაკუთრებული რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს.
ურბანულმა კომისიამ ახალ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას მწვანე შუქი უკვე აუნთო.
საკრებულოს სხდომის წინ ოპოზიციამ უკვე განგაშის სიგნალი ჩართო.
აღნიშნულ ტერიტორიას აკლდება 12 250 კვ, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს და გაცხადებული აქვს უკვე ეკონომიკის სამინისტროსთვის მიმართული ნოშრევან ნამორაძეს და ამ ტერიტორიაზე უნდა ჩოგბურთის მოედნების და მრავალფუნქციური კომპლექსის, მათ შორის, რესტორნები, საოფისე ფართები და ა.შ. მშენებლობა, რაზეც ურბანულმა კომისიამ გუშინ თანხმობა განაცხადა და დღეს დარწმუნებული ვარ, რომ ნოშრევან ნამორაძის წინ, იგივე ღარიბაშვილის წინ საკრებულო არ დადგება და ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. შეთავაზება მაქვს დედაქალაქის საკრებულოსთან, ეს შენობა 25 მლნ-ად კი არა, შეიძლება 200 მლნ-ად გაიყიდოს და გავყიდოთ! ურბანული გენოციდის გადაწყვეტილებებს იღებს დედაქალაქის საკრებულო, - ამბობს თბილისი საკრებულოს წევრი ენმ-დან ლილე ლიპარტელიანი.
ურბანულ გენოციდზე საუბრობს "ლელო" წევრი საბა ბუაძეც.
ჩვენ გვახსოვს სპორტის უნივერსიტეტის მაგალითი და ვხედავთ ყველა ფეხის ნაბიჯზე ამ ქალაქში რას აკეთებს კალაძე, რას აკეთებს ღარიბაშვილი, რას აკეთებს ნამორაძე და "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული სხვა ბიზნესმენები და ზუსტად ამიტომ, იქ, სადაც მათი სახელები და გვარები ჩანს, ყოველთვის არსებობს ძალიან საფუძვლიანი ეჭვი იმის, რომ საქმე გვაქვს არა რამე ქველმოქმედებასთან ან რამე სასიკეთოსთან, არამედ ამ ქალაქის ურბანული გენოციდის გაგრძელებასთან და ჩვენი უკანასკნელი სარეკრეაციო სივრცეების განადგურებასთან, - ამბობს ბუაძე.