პრეზიდენტის ძაღლი იპოვეს

სალომე ზურაბიშვილის ძაღლი იპოვეს - ინფორმაციას პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ადასტურებს.
ვიპოვეთ!!!!! მადლობა ყველას! - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ტელეკამერები ხშირად აფიქსირებენ თავის ერთგულ ოთხფეხა მეგობართან ერთად.
4 წლის წინ, „გომბორა“ პრეზიდენტმა გომბორის უღელტეხილზე იპოვა, ეს სახელიც ამიტომ დაარქვა.