12 000 დოლარის გამო დაწყებული დავა - წყალტუბოში გამართული "ქურდული გარჩევის" ახალი დეტალები

16.06.21 13:10
12 000 დოლარის გამო დაწყებული დავა - წყალტუბოში გამართული "ქურდული გარჩევის" ახალი დეტალები

"ტვ პირველმა" იმერეთში მომხდარი "ქურდული გარჩევის" შესახებ დამატებითი დეტალები გაარკვია. "პირველების" ინფორმაციით, საქმე ეხება წყალტუბოში მდებარე კაფე-ბარ "რაიდერს ჰაბის" მეწილეებს შორის ფინანსურ დავას. საუბარია 12 000 ამერიკულ დოლარზე, რის გადახდაზეс მოქმედი და ყოფილი ბიზნესპარტნიორები ვერ მორიგდნენ და ერთ-ერთმა “ქურდულ სამყაროს“ მიმართა. 

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პირველი უკანონო გარჩევა მარტში შედგა. ოფიციალური ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით 3 პირია დაკავებული. 

საქმეში დევს ფარული ვიდეო ჩანაწერიც, რომელიც ე.წ. კრიმინალურ გარჩევას ასახავს. 

"ტვ პირველი" კაფა-ბარის ერთ-ერთ მოწილეს, ეკა ბუცხრიკიძეს ესაუბრა. ის ყოფილ ბიზნესპარტნიიორთან ფინანსურ დავას ადასტურებს. აღნიშნავს იმასაც, რომ მოდავე მხარემ საქმეში "მეგობრები ჩართო", რის შემდეგაც ყოფილ მეწილეს ббრაიდერს ჰაბისЭ მოქმედმა ხელმძღვანელებმა 800 დოლარი და 800 ლარი გადაუხადეს. 

ვიციб რომ საახლობლო წრეში ლაპარაკი იყო, იყო საუბარი სივრცეში. პრობლემა ის იყო, რომ ის (ერთ-ერთი მეწილე) გავიდა საქმიდან და მიმდინარეობდა მოლაპარაკებებ.  როგორც ვიცი, საქმეში ჩართული იყო საახლობლო წრე.  წილიდან ვინც გავიდა, რა თქმა უნდაб თანხა გვქონდა გადასახდელი, რადგან აქ ფული იყო ჩადებულიб გადავიხადეთ 800 ლარი და 800$"- აცხადებს ბარის ხელმძღვანელი.