ბჟანიამ NGO-ების რეგულირების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის ლიდერმა ასლან ბჟანიამ "უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელებისთვის გარკვეული ზომების მიღების შესახებ" განკარგულებას ხელი მოაწერა.
დოკუმენტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მათი პროგრამების და პროექტების დამფინანსებელი არაკომერციული ორგანიზაციების სახელები აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა მიაწოდონ.
განკარგულების თანახმად, აუცილებელია არაკომერციული ორგანიზაციის რეგისტრაციისა და საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის, მხარეთა მიერ შეთანხმებული შესაბამისი საქმიანობის განხორციელების პროცედურის (მათ შორის, გასაფორმებლად დაგეგმილი ხელშეკრულებების პროექტების), შესაბამისი პროგრამის განხორციელების ფარგლებში დაფინანსების ოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაც.