გინტურის მკვლელობა რუსული ოკუპაციის შედეგია - ევროპარლამენტი საგანგებო რეზოლუციას მიიღებს

21.11.23 20:09
გინტურის მკვლელობა რუსული ოკუპაციის შედეგია - ევროპარლამენტი საგანგებო რეზოლუციას მიიღებს

 

 

თამაზ გინტურის მკვლელობას ევროპარლამენტი საგანგებო რეზოლუციით პასუხობს. ის, რაც ვერ გაბედა "ქართულმა ოცნებამ", ევროპელი დეპუტატები მთელი მსოფლიოს გასაგონად იტყვიან.

ხვალ ევროპარლამენტი რეზოლუციის კენჭისყრას გეგმავს, მანამდე კი იგეგმება დებატები საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე, რის შემდეგაც  ევროპელი დეპუტატები კენჭისყრით დააფიქსირებენ საკუთარ პოზოციას რუსული სისასტიკის წინააღმდეგ.  

ეს სასტიკი მკვლელობა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის პირდაპირი შედეგია - ეს განცხადებები დღეს ევროპის დედაქალაქში ისმოდა. მაშინ, როდესაც დუმს  და არ მოქმედებს  საქართველოს  ხელისუფლება, არ იძიებს ვინ მოკლა მისი ქვეყნის მოქალაქე და არაფერს ამბობს დამნაშავეების შესახებ, მოქმედებაზე ევროპარლამენტი გადადის. რეზოლუციის პროექტი უკვე ასახულია ევროპარლამენტის სხდომის დღის წესრიგში.  

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.