რატომ გაიმეტა ახალგაზრდა მსახიობი სასიკვდილოდ - რა მოხდა სანიკიძის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულის პროცესზე?
კოტე სანიკიძის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულმა დღეს ადვოკატი მტრად გამოაცხადა. გიორგი გველესიანმა უფლებადამცველის აცილება ყველასთვის მოულოდნელად, პირდაპირ სასამართლო სხდომაზე მოითხოვა. ამას არ ელოდა ადვოკატიც, რომელიც საქმეში ბრალდებულის ოჯახის თხოვნით ჩაერთო.
გველესიანს დღეს არცერთი სიტყვა არ უთქვამს, რატომ გაიმეტა ახალგაზრდა მსახიობი სასიკვდილოდ. ის სამართლოდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს, თუმცა შეიცვლება თუ არა საპატიმრო დაწესებულება ფსიქიატრიული კლინიკით, ეს უკვე განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ გაირკვევა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.