გუდაური-კობის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია - გზების დეპარტამენტი

22.11.23 10:29
გუდაური-კობის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია - გზების დეპარტამენტი

გუდაური -კობის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზა სარეაბილიტაციო სამუშაობის გამო ჩაკეტეს. იქ ახლა მძიმე ტექნიკა სავალი ნაწილის გაფართოებსითვის საჭირო სამუშაობს ასრულებს. განცხადებას გზების დეპარტამენტი ავრცელებს, თუმცა როდის გაიხსნება გზა, უწყება არ აკონკრეტებს.

საავტომობილო გზის სავალი ნაწილის გაფართოვებისათვის საჭირო სამუშაოების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.