ბოლო ორ წელში საქართველოში 25 333 რუსული კომპანიაა რეგისტრირებული - "ლელო" საგანგაშო სტატისტიკას ასაჯაროებს
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში 25 333 რუსული კომპანიაა რეგისტრირებული, - ამის შესახებ "ლელოს" გენერალურმა მდივანმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ირაკლი კუპრაძის თქმით, ოპოზიციურმა პარტიამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მონაცემები გამოითხოვა, საიდანაც დადგინდა, რომ ხელისუფლებას რუსი ბიზნესსუბიექტების და რუსული კომპანიების დიდი ნაწილის საქმიანობის შესახებ ინფრომაცია არ აქვს.
მოცემულ ვითარებაში "ლელო" საფრთხეებს ხედავს და ხელისუფლებას მოუწოდებს, აღნიშნული საკითხი სასწრაფო რეჟიმში შეისწავლოს.
ჩვენ გამოვითხოვეთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან შესაბამისი ინფორმაცია, თუ რამდენი ბიზნესსუბიექტი არის რეგისტრირებული 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის ოქტომბრამდე. ციფრები შემაშფოთებელია. ამ ქვეყანაში რეგისტრირებულია უკვე 25 333 რუსული კომპანია ან ბიზნესსუბიეტი, რომელიც ახორციელებს საკუთარ ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში.
ეს თავის მხრივ არის დამძმებული თავის მხრივ კიდევ რამენიმე კომპონენტით. ეს არის მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო უნდა ეწეოდეს აღრიცხვას და კონტროლს იმ სუბიექტების, რომლებიც მტრული, ოკუპანტის ახელმწიფოს მიერ არის რეგისტრირებული და ისინი ეწევიან ეკონომიკურ თუ სხვა ტიპის საქმიანობებს ჩვენს ქვეყანაში.
25 333 რუსული სუბიექტიდან, რომელიც საქმიანობს და ოპერირებს საქართველოში, მხოლოდ რამენიმე შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფომ იცის, მათი საქმიანობის პროფილი. ძირითადად, რუსულ კომპანიებს ან რუს სუბიექტებს ოკუპანტი სახელმწიფოდან აქვთ ათვისებული მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, რის ხარჯზეც საქართველოს მოსახლეობას უჭირს დასაქმება.
მთავარი საფრთხე, რომელიც წარმოდგენილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, არის ციფრი 25 333 რუსი სუბიექტისგან 22 582 სუბიექტის შესახებ ინფრომაცია უცნობია. საქართველოს სახელმწიფო "ქართული ოცნების" პირობებში არ სწავლოს რუსული კომპანიების და ბიზნესსუბიექტების საქმიანობას ამ ქვეყანაში.
ეს არის ეროვნული ინტერესების საფრთხე, ეს არის საფრთხე საქართველოს მოსახლეობისთვის, ეკონომიკისთის, იმ რეალური რისკებისთვის, რაც რუსეთის ტერორისტი, ოკუპანტი სახელმწიფოსგან ჩვენს ქვეყანას ადევს ტვირთად ბევრი წლის განმავლობაში.
დღეს ერთადერთი გამოსავალი არის, სახელმწიფო უწყებებმა სასწრაფი რეჟიმში შეისწალონ იმ 22 582 კომპანიის საქმიანობის პროფილი. ცხადია, რომ ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერშ რისკებს. ისინი არ იხდიან გადასახადებს, მათ არ აქვთ სამუშაო ნებართვები, ისინი ძარცვავენ "ქართულ ოცნებასთან" ერთად საქართველოს ბიუჯეტს და ისინი უთანასწორო მდგომარეობაში გაყენებენ თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.