როგორი ამინდი იქნება 23 ნოემბერს საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
დასავლეთ საქართველოში 23 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან გვიან საღამომდე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, შესაძლებელია თოვლის ზვავებიც - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა" -აღნიშნულია განცხადებაში.