მკვლელობა ქარელში - ყოფილი პოლიციელს ტყვია სანადირო თოფიდან ბიძაშვილმა ესროლა
"პირველებმა" ქარელში მომხდარი მკვლელობის შესახებ დეტალები გაარკვია - ირკვევა, რომ გარდაცვლილია ყოფილი პოლიციელი, 58 წლის დემურ ნონაშვილი.
მას სასიკვდილო ჭრილობა თავში აქვს მიყენებული. ნოდარ ნონაშვილს ტყვია სანადირო თოფიდან ბიძაშვილმა ესროლა.
საზარელი ფაქტი მდინარის სანაპიროზე მოხდა, სადაც ყოფილი პოლიციელი სათევზაოდ იყოფებოდა.
მკვლელობაში ბრალდებული ახლა დაკავებულია. ერთ-ერთ ვერსიით, გელა ნონაშვილი პოლიციას თავად ჩაბარდა. ყოფილი პოლიციელის ცხედარი კი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა). ბრალდებული დაკავებულია.
ბრალდებულის ახლობლები ვარაუდობენ, რომ გამოძიების მიმდინარეობისას, მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდება.
დაკავებულისა და მოკლულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბიძაშვილებს დაძაბული ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ. ქარელში ვარაუდობენ, რომ გელა ნონაშვილს ნათესავი "დათვში აერია".