„ვერავინ გამოიცნობდა, რომ ასე მოხდებოდა, ვარდების რევოლუციიდან 20 წლის შემდეგ საქართველო გაიყო - The Irish Times

22.11.23 16:39
„ვერავინ გამოიცნობდა, რომ ასე მოხდებოდა, ვარდების რევოლუციიდან 20 წლის შემდეგ საქართველო გაიყო -  The Irish Times

„ვერავინ გამოიცნობდა, რომ ასე მოხდებოდა“: ვარდების რევოლუციიდან 20 წლის შემდეგ საქართველო გაიყო.  ყოფილი ლიდერი სააკაშვილი დააპატიმრეს და სამოქალაქო საზოგადოება ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, რადგან მმართველი პარტია უგულებელყოფს იუბილეს - ამ სათაურით აქვეყნებს გავლენიანი გამოცემა The Irish Times სტატიას, რომელიც ვარდების რევოლუციის 20 წლის თავს ეხება.

სტატიის ავტორი დენიელ მაკლაფლინი წერს, რომ 20 წლის წინ, ვარდების მშვიდობიან რევოლუციას უნდა შეენჯღრია რეგიონი, გარდაექმნა საქართველო და გაეფრთხილებინა კრემლი.

The Irish Times საკუთარ სტატიაში იმ ადამიანების ისტორიებს აღწერს, რომლებმაც საქართველოს ისტორიულ მომენტში დიდი როლი ითამაშეს.