დახმარება, რომელიც გურიაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის უნდა გადაეცათ, ფუჭდება

22.11.23 17:29
დახმარება, რომელიც გურიაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის უნდა გადაეცათ, ფუჭდება

დახმარება, რომელიც "ქართულ ოცნებას" სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის უნდა გადაეცა, ფუჭდება. გურიაში აღმოჩენილია სწყობები, სადაც უსახლკაროდ დარჩენილი ხალხის დასახმარებლად მოსახლეობის და მუნიციპალიტეტების მიერ შეგროვებული პროდუქტი დევს. ერთ-ერთი ასეთი საყწობი ლანჩხუთის კულტურის სახლის დერეფანში "პირველებმა "გადაიღო. კადრებში ჩანს, რომ ზეთი, წიწიბურა და სხვადასხვა პროსუქტები ფუჭდება, ამ დროს კი ხალხის ნაწილი ამ დახმარებას ახლაც ელოდება.

გურიაში მომხდარი დამანგრეველი სტიქიის შემეგ 3 თვე გავიდა, თუმცა პროდუქტი და ნივთები დაზარალებული მოსახლეობისთვის ხელისუფლებას ამ დრომდე არ გადაუცია. 

ჩვენამდე არც პროდუქტი მოსულა და არც არაფერი, პირველად მესმის ეს თქვენგან, - ეუბნება "პირველებს" სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქე. 

კულტურის სახლში კი ამტკიცებენ, რომ პროდუქტი არ ფუჭდება, უბრალოდ დასაწყობებულია და ნაწილ-ნაწილ რიგდება.

აღსანიშნავია, რომ შენობაში თაგვებიც არის და ამას არც ადმინისტრაცია უარყოფს. 

ამ ფონზე კი ლანჩხუთის მერი ამტკიცებს, რომ პროდუქტები ყველა დაზარალებულ ოჯახს დაურიგდა, თუმცა "პირველებმა" ამ დრომდე ვერ იიღო კითხვაზე პასუხი, რატომ არის ამ დრომდე პროდუქტი დასაწყობებული. 

ოპოზიცია კორუფციულ სქემაზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ ამ ყველაფრით კონკრეტული ადამიანები ფულს შოულობდნენ.

მერიის სამსახურები ყველაფერს იყენებენ თავისი პიარისთვის და დასაწყობებულ პრდუქციას, რომელიც ფაქტობრივად, ფუჭდება, და მომლოდინე ადამიანებს ამ ორ პარალელურ სამყაროს ვხედავთ, სადაც ერთ მხარეს არიან გაჭირვებული ადამიანები, მეორე მხარეს კი მერიის თანამშრომლები, რომლებიც ამ პრდუქციას არ ურიგებენ ადამიანებს და ძალიან დიდი ეჭვი არსებობს იმის, რომ პოლიტიკური ნიშნით აქვს დაყოფას ადგილი, - ამბობს ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაშვილი.