ჭიათურის სოფელში საბანკეტო დარბაზის კედელი ჩამოინგრა - 30 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

22.11.23 18:28
ჭიათურის სოფელში საბანკეტო დარბაზის კედელი ჩამოინგრა - 30 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

ჭიათურის რაიონის სოფელ რგანში საბანკეტო დარბაზის კედელი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაშავდა.

"პირველების" ინფორმაციით, დაღუპული ადგილობრივი 30 წლამდე ახალგაზრდა კაცია, რომელიც საბანკეტო დარბაზის სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის დანაყოფები.