შეცდომით ნასროლი ტყვია - ბიძაშვილის მკვლელობის შემდეგ ბრალდებულმა თვითმკვლელობა სცადა

22.11.23 20:34
შეცდომით ნასროლი ტყვია - ბიძაშვილის მკვლელობის შემდეგ ბრალდებულმა თვითმკვლელობა სცადა

 

ბიძაშვილის მკვლელობის შემდეგ ბრალდებულმა თვითმკვლელობა სცადა. შეცდომით ნასროლი ტყვია, რომელმაც 59 წლის კაცი შეიწირა. ქარელში ბიძაშვილმა ბიძაშვილი მოკლა. ყოფილ პოლიციელს ნათესავმა იმ დროს ესროლა, როდესაც ის მდინარეზე თევზაობდა. დემურ ნონაშვილს ტყვია თავში აქვს ნასროლი და ის ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა. ახლა ის ბრალის წარდგენას ელოდება.  

ბრალდებულს ბიძაშვილი, სავარაუდოდ, ნადირში აერია. ეს არის ერთადერთი ვერსია, რომელიც გარდაცვლილის ოჯახში განიხილება. შემთხვევა ღამით მოხდა და სავარაუდოდ ბრალდებულმა სიბნელეში ვერ გაარჩია ვის ესროდა. სხვა ახსნა ამ ტრაგიკულ შემთხვევაზე სოფელში არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილის ოჯახს ნათესავის მიმართ პრეტენზია არა აქვს, ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს რა სასჯელს მიუსჯის ბიძაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს.

დეტალები ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.