პოლონეთში ქართველი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილ საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

23.11.23 10:05
პოლონეთში ქართველი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილ საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

პოლონეთში ქართველი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ასევე ქართველ კაცს ეძებენ -
სასტიკი დანაშაული ორი დღის წინ მოხდა. 04:00 საათზე, ნაქირავებ სახლში მოხდა. პოლონური მედია იტყობინება, რომ ნიღბიანმა თავდამსხმელმა მსხვერპლს დანით ყელი გამოჭრაა.

საზარელ ფაქტს თვითმხილველები ჰყავს -   "ოთახში შესვლისას ადგილზე მწოლიარე ქალი შენიშნეს. მის თავთან, დანით ხელში, ნიღბიანი მამაკაცი იდგა" - წერს მედია.

დამნაშავემ, სავარაუდოდ, მოწმეებს გაჩუმება მოსთხოვა. 

მკვლელობაში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებენ. ცნობილია, რომ პოლიციას დამნაშავის შესახებ ინფორმაცია უკვე აქვს.