რუსი ოკუპანტები კირბალელებს სალოცავში არ უშვებენ

23.11.23 11:15
რუსი ოკუპანტები კირბალელებს სალოცავში არ უშვებენ

გიორგობას კირბალის მკვიდრებს რუსმა სამხედროებმა ლომისას ეკლესიაში მოლოცვის უფლება არ მისცეს - მოსახლეობა შეშინებულია. სამლოცველოს, სადაც რამდენიმე კვირის წინ, რუსმა საოკუპაციო ძალებმა თამაზ გინტური სასტიკად მოკლეს, ამ დრომდე რუსი ფორმიანები აკონტროლებენ.

ქართული ეკლესია ისევ რუსული მავთულხლართებით არის შემოსაზღვრული და ტაძრამდე მისასვლელ გზებზე ისევ ავტომატებით შეიარაღებული ერთმორწმუნე რუსის ჯარისკაცები დგანან. 

მოსახლეობა გიორგობის დღესასწაულს სასაფლაოზე არსებულ სამლოცველოში აღნიშნავს.

ყოველ წელიწადს დავდივართ, სანთლებს ვანთებთ და ვლოცულობთ. წმინდა გიორგის ეკლესიაში მივდივართ, აქ მიდის ხალხი და მეც ვაპირებ ასვლას. ლომისაზე არა, მანდ კი ნახეთ რა ფაქტებიც მოხდა. არ ვიცი, არის თუ არა აჭედილი". - აღნიშნა ადგილობრივმა.