საქართველოში დააკავეს პირი, რომელმაც ფინანსური პირამიდა შექმნა და 3,6 მილიარდ ტენგეზე მეტი მიითვისა

23.11.23 12:25
საქართველოში დააკავეს პირი, რომელმაც ფინანსური პირამიდა შექმნა და 3,6 მილიარდ ტენგეზე მეტი მიითვისა

დაკავებულია ფინანსური პირამიდის შექმნასა და მართვაში ეჭვმიტანილი ყაზახეთის მოქალაქე -  ყაზახეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის მარტიდან ძებნილ პირს ხელბორკილები საქართველოში დაადეს. 

ირკვევა, რომ ზარალი 3,6 მილიარდ ყაზახურ ტენგეზე მეტია. ფინანსური პირამიდას კი 600-ზე მეტი დაზარალებული ჰყავს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გენერალური პროკურატურის კოორდინაციით ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც 2020 წლის მარტიდან იძებნებოდა.

მას ბრალად ედება ფინანსური პირამიდის შექმნა და მართვა, სადაც ზარალმა 3,6 მილიარდ ტენგეზე მეტი შეადგინა.

სისხლის სამართლის საქმეში 600-ზე მეტი დაზარალებულია.

ამჟამად მისი ექსტრადიციის საკითხი წყდება"- წერია განცხადებაში.