ნაქერალას უღელტეხილზე ნახევრადმისაბმელიანი და მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

23.11.23 12:29
ნაქერალას უღელტეხილზე ნახევრადმისაბმელიანი და მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე და საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.