თამაზ გინტურის ხსოვნას პატივი ლევან დოთიაშვილმა მიაგო

23.11.23 12:49
თამაზ გინტურის ხსოვნას პატივი ლევან დოთიაშვილმა მიაგო

კირბალის სასაფლაოზე, სადაც რუსმა ოკუპანტებმა აგვისტოს ომის გმირი, თამაზ გინტური დაკრძალეს, ლევან დოთიაშვილი იმყოფებოდა.

თამაზ გინტურის მკვლელობის ერთ-ერთი მოწმე რუსმა ოკუპანტებმა სასტიკი მკვლელობის შემდეგ გაიტაცეს და მისი გამოხსნა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

მისი თქმით, კირბალის სასაფლაოზე იქამდე ავლენ, სანამ ამის ძალა ექნებათ.

ტრადიციაა ჩვენი, ადგილია და ყოველთვის ამოვდივართ, ვლოცულობთ და ყოველთვის ამოვალთ, სანამ ძალა გვექნება. ლომისაში ვერ მივდივართ. სამწუხაროდ, კი ვნახეთ, რაც მოხდა - აღნიშნა ლევან დოთიაშვილმა.

სოფელ კირბალში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული - გიორგობის დღესასწაულზე ქართველი სამართალდამცველები საოკუპაციოო ხაზთან მდებარე სოფელს აკონტროლებენ. ლომისას ეკლესიამდე მისასვლელი გზები ჩაკეტილია. 

გიორგობას კირბალის მკვიდრებს რუსმა სამხედროებმა ლომისას ეკლესიაში მოლოცვის უფლება არ მისცეს - მოსახლეობა შეშინებულია. სამლოცველოს, სადაც რამდენიმე კვირის წინ, რუსმა საოკუპაციო ძალებმა თამაზ გინტური სასტიკად მოკლეს, ამ დრომდე რუსი ფორმიანები აკონტროლებენ.

ქართული ეკლესია ისევ რუსული მავთულხლართებით არის შემოსაზღვრული და ტაძრამდე მისასვლელ გზებზე ისევ ავტომატებით შეიარაღებული ერთმორწმუნე რუსის ჯარისკაცები დგანან.