ლარსზე ისევ კილომეტრიანი საცობია - რამდენი სატვირთო ელოდება გზის გახსნას
ლარსის გამშვებ პუნქტთან დაახლოებით 2 ათასი სატვირთო დგას - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით გასასვლელად 1963 სატვირთო მანქანა იყო რეგისტრირებული.
ლარსზე მანქანების მოძრაობა უამინდობის გამო 19 ნოემბერს აიკრძალა, ხოლო ორშაბათს დილით გზის გახნას 600-მდე სატვირთო მანქანა ელოდა.