„ლომისა შენ ძალას ვენაცვალე…“ - ბანერი რუსების მიერ მოკლული გინტურის პატივსაცემად

23.11.23 14:11
„ლომისა შენ ძალას ვენაცვალე…“ - ბანერი რუსების მიერ მოკლული გინტურის პატივსაცემად

სოფელ კირბალში პოლიციაა მობილიზებული - ქართველ სამართალდამცავებს  ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისკენ მიმავალი გზა გადაკეტილი აქვთ.

ადგილზე იმყოფებიან სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

ადგილობრივები გიორგობას ტრადიციულად წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღნიშნავენ. რამდენიმე წუთის წინ, სასტიკი მკვლელობის ოქროს მოწმემ, ლევან დოთიაშვილმა თამაზ გინტურის ხსოვნას პატივი მიაგო. 

თამაზ გინტურის სოფელში კი გამოჩნდა ბანერი წარწერით:  "ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის…” 

ცნობისთვის ეს თამაზ გინტურის სიცოცხლის ბოლო სიტყვებია.