შსს-ს წერილი არის ზეწოლა პრეზიდენტზე, ლაზარეს წინასწარ გამოუტანეს განაჩენი - ლიკა ბითაძე

23.11.23 15:16
შსს-ს წერილი არის ზეწოლა პრეზიდენტზე, ლაზარეს წინასწარ გამოუტანეს განაჩენი - ლიკა ბითაძე

განაჩენამდე გამოქვეყნებული წერილი რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტის ადვოკატისთვის მინიშნებაა - ლიკა ბითაძე ამბობს, რომ ეს წერილი პირდაპირი ზეწოლაა პრეზიდენტზე.

მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშრომლებმა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდეს, რომ ლაზარე არასდროს შეიწყალოს, გრიგორიადისის უფლებადამცველი აცხადებს, რომ ამით ფაქტობრივად შსს-ს წარმომადგენელმა პირდაპირ გამოუტანეს განაჩენი ახალგაზრდა აქტივისტს მაშინ, როდესაც ჯერ განაჩენიც კი არ არის დამდგარი.

დაზარალებულის დადგენილება საქმეში დევს ორი პირის, მითითებული გვარებით. არცერთ დაზარალებულს, რომლებიც სასამართლო სხდომაზე უკვე დაიკითხნენ, ლაზარე გრიგორიადისი პირდაპირ არ ამოუცნიათ. კი ადასტურებენ იმას, რომ დაზიანდნენ და მიიღეს ამა თუ ამ ხარისხის დამწვრობა, თუმცა ვის მიერ დაზიანდნენ არცერთი დაზარალებული ამას არც და ვერც ადასტურებს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არც გამამართლებელი განაჩენია ჯერ დამდგარი და არც გამამტყუნებელი. უკვე როდესაც მიმართავ პრეზიდენტს და მიმართავ ამ ფორმით, ზეწოლის ფორმით, მათ შორის ახსენებ ძველი შეწყალების აქტების გამოცემას, შინაარს, ვინ შეიწყალა, როგორ შეიწყალა, ეს არის კანონიერი? მე მიმაჩნია, რომ ეს არის უკანონო, პირდაპირ ზეწოლა. პირი იქნება მართლდება და უწყების წარმომადგენელმა პირდაპირ გამოუტანა განაჩენი". - ამბობს ლიკა ბითაძე.

პრეზიდენტს ლაზარეს არშეწყალებას ორი პოლიციელი სთხოვს. ეს დგინდება, იმ წერილიდან რომელიც შსს გაასაჯაროვა. დოკუმენტში წერილის ავტორების გვარები დაშტრიხულია, თუმცა ჩანს, რომ მიმართვას ორი პოლიციელი აწერს ხელს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა პრეზიდენტისთვის მიმართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს.