გიორგობა ლომისას გარეშე - კირბალის მაცხოვრებლებმა სალოცავზე ასვლა ოკუპანტების გამო ვერ შეძლეს
რუსი შეიარაღებული სამხედროები ლომისის ტაძრამდე მისასვლელ გზაზე. წელს პირველად, კირბალის მცხოვრებლები გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლომისაზე არ ასულან. თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ ტაძარი დაკეტილია, ადგილზე კი ისევ რუსი შეიარაღებული სამხედროები დათარეშობენ. ხალხი ლომისას ტაძარს დღეს ნახევრად ოკუპირებული სასაფლაოდან უყურებდა. ერთადერთი ეკლესია, სადაც დღეს ლოცვა შეძლეს წმინდა გიორგი სალოცავი იყო, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დგას. აქაც მოქალაქეები ქართველი სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ გადაადგილდებოდნენ.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.