საქართველოს გზა ევროპისკენ "ვარდების რევოლუციით" დაიწყო... მომავალი წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება - კუბილიუსი

23.11.23 20:31
საქართველოს გზა ევროპისკენ "ვარდების რევოლუციით" დაიწყო... მომავალი წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება - კუბილიუსი

საქართველოს გზა ევროპისკენ "ვარდების რევოლუციით" დაიწყო, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავივიწყებთ მიხეილ სააკაშვილის როლს, როგორც "ვარდების რევოლუციის" ლიდერის - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც კუბილიუსმა აღნიშნა, 2024 წლის წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვის, რადგან ევროპას სჭირდება გამჭვირვალე, ოლიგარქიული და კრემლის გავლენებისაგან თავისუფალი საქართველო.

მისივე თქმით, გამარჯვების კოალიცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს უახლესი მომავლისთვის.

გამარჯობა საქართველო, ძვირფასო მეგობრებო, ნამდვილად სასიამოვნოა, რომ ყველას მოგილოცოთ ორი მნიშვნელოვანი თარიღი, პირველ რიგში მსურს მივულოცო მთლიანად ქართველ ხალხს და ოპოზიციას ბოლო მიღწევა, როდესაც ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მისცა, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის წინ გადადგმული სტრატეგიული ნაბიჯი, არა საქართველოს მთავრობისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის. 

მეორე რიგში, გილოცავთ ვარდების რევოლუციის 20 წლისთავს. კარგი დამთხვევაა, როდესაც საქართველოს და მთლიანად ევროპის კონტინენტის ამ ორ მნიშვნელოვან მოვლენას ერთდროულად აღვნიშნავთ, რადგან 2003 წლის ვარდების რევოლუციამ მთელს ევროპას ნათლად დაანახა, რომ ქართველ ხალხს აღარ სურდა ერთგვარ ნაცრისფერ  და პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში ცხოვრება, სადაც უხვად იყო კორუფცია, გაუმჭვირვალობა,კლეპტოკრატია, ოლიგარქიული მმართველობა და კრემლის ძლიერი გავლენები. 

ეს რევოლუცია იყო სიგნალი, რომ ამ ადგილას, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობას ვუწოდებთ, ხალხს უნდა ცვლილება და დემოკრატიულ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება. სწორედ ასე დაიწყო საქართველოს გზა ევროპისკენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავივიწყებთ მიხეილ სააკაშვილის როლს, როგორც "ვარდების რევოლუციის" ლიდერის და მისი მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს, რამაც გზა გაუხსნა საქართველოს გამხდარიყო ქვეყანა, რომელიც ევროპისკენ ისწრაფვის. ახლა საქართველოსთვის მარტივი დრო არ არის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ქვეყანას და მთავრობას დააბრუნებს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.

მომავალი წლის არჩევნები იქნება გადამწყვეტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანი ევროპისთვის, რადგან ევროპას სჭირდება გამჭვირვალე, ოლიგარქიული და კრემლის გავლენებისგან თავისუფალი საქართველო, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სამხრეთ კავკასიაში. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მიაღწევს ასეთ ახალ გამარჯვებას საქართველოსთვის და მთლიანად ევროპისთვის. სწორედ ამიტომ გამარჯვების კოალიცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს უახლესი მომავლისთვის. 

წარმატებებს გისურვებთ და ძალიან ვამაყობთ, რომ საქართველოში გვყავს თქვენნაირი მეგობრები.

ველით თქვენს სრულ გაწევრიანებას ევროკავშირში ". - განაცხადა კუბილიუსმა.