ჩამოანგრევს თუ არა ზურაბიშვილი ერთი ხელმოწერით ხელისუფლების პოლიტიკური შურისძიების პროპაგანდას და შეიწყალებს თუ არა ლაზარეს?
ჩამოანგრევს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ერთი ხელმოწერით ხელისუფლების პოლიტიკური შურისძიების პროპაგანდას? დროის ათვლა დაწყებულია. რამდენიმე კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - შეიწყალებს თუ არა ის ლაზარე გრიგორიადისს და გაუხსნის თუ არა მარტის აქციების მონაწილეს ციხის კარს. სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდა პატიმრისთვის ახლა ერთადერთი ხსნაა, რადგან ხელისუფლებამ მას განაჩენი სასამართლოს ვერდიქტამდე უკვე გამოუტანა
მმართველი პარტიის შემდეგ უდანაშაულობის პრეზუმცია დაარღვიეს სამართალდამცველებმაც და ლაზარე გრიგორიადისი უკვე დამნაშავედ გამოაცხადეს. ორი პოლიციელი სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ არ შეიწყალოს ლაზარე. წერილის ავტორები ის სამართალდამცველები არიან, რომლებიც დაზარალებულებად ცნეს, თუმცა ვერცერთი ვერ ადასტურებს, რომ დაზიანებები მათ ლაზარემ მიაყენა.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.