პარაპლანისტი, რომელიც გუდაურში მომხდარი ტრაგედიის მთავარი ფიგურანტია, მოსამართლემ ციხეში გაუშვა

24.11.23 11:21
პარაპლანისტი, რომელიც გუდაურში მომხდარი ტრაგედიის მთავარი ფიგურანტია, მოსამართლემ ციხეში გაუშვა

კლინიკიდან ციხეში - მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა პარაპლანისტი, რომელიც  წელიწადნახევრის წინ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის მთავარი ფიგურანტია. გიორგი რაზმაძეს ტურისტის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ადანაშაულებენ.

აგვისტოს ომის მონაწილე, ყოფილი სამხედრო თავს პარაპლანი ფრენით ირჩენდა, თუმცა ერთმა საბედიწერო ფრენამ ყველაფერი შეცვალა. წელიწადნახევრის წინ გუდაურის მთებში ჩავარდნილი პარაპლანის გამო დაიღუპა სამაშველო სამაშველო თვითმფრინავის რვა მგზავრიც. ბორტის მგზავრები  გუდაურში სწორედ დაზალარალებულების გადასარჩენად  მიფრინავდნენ.

რაზმაძეს წელიწადანხევრის განმავლობაში მოწმის სტატუსი ჰქონდა და გამოძიებასთან თანამშრომლობდა. ამ ხნის განმავლობაში მედიკოსები მის გადარცჩენას ცდილობდნენ. 

ადვოკატი ამტკიცებს, რომ მტკიცებულებები, რომელიც პარალპანისტის წინააღმდეგ ევს საქმეში, მის სასარგებლოდ არის. ინტერესების დამცველის თქმით, სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ დადებულ დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ პარაპლანი, რომლითაც უბედური შემთხვევა მოხდა, გამართული იყო და უფრო მეტიც, მისი გამოყენება ამ დროისათვისაც შესაძლებელია. 

ამის მიუხედავად, მოსამართლემ რაზმაძე მაინც ციხეში გაუშვა და არც დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც რაზმაძის გათავისუფლებას 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა. 

გამოძიება ფიქრობს, რომ მართალია თვითონ ეს აპარატი იყო ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, მაგრამ თითქოს დაირღვა საფრენოსნო წესები და ეს იყო პილოტის შეცდომა. ექსპერტი ცალსახად ამბობს, რომ არა მხოლოდ მაშინ იყო პარაპლანი გამართულ მდგომარეობაში ანუ ექსპერტიზის დროისათვისაც ანუ უბედური შემთხვევის შემდეგაც არ დაზიანებულა პარაპლანი და ის დღეის მდგომარეობისათაც ვარგისია ფრენოსნობისთის. პარაპლანისტის მიზეზით იქნა გამოწვეული ეს უბედური შემთხვევა და წელიწადნახევრის შემდეგ ადამიანი, ყოფილი სამხედრო, რომელსაც  მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ სამშვიდობო მისიაში, მათ შორის ერაყში, ავღანეთში, ნატოს სამშვიდობო მისიებში, ირიცხებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ეს ადამიანი, რომელიც არის ასევე სოციალურად დაუცველი, დევნილი ახალგორიდან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც არის ამ ეტაპისთვის უკიდურესად მძიმე, ასეთი პირის მიმართ მცხეთის სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ყოველგვარად აღმაშფოთებელი, უკანონო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება  და ასეთი პირი გაშვებული იქნა პატიმრობაში, - ამბობს ადვოკატი დავით ცინცქალაძე.

უბედური შემთხვევა გუდაურში წელიწადნახევრის წინ მოხდა. ერთ-ერთი პარაპლანით, რომელსაც ძმები რაზმაძეები მართავდნენ,  უბედური შემთხვევა მოხდა, რასაც ეგვიპტელი ტურისტის სიცოცხლე შეეწირა. მას შემდეგ, რაც ტურისტის გადარჩენას სამაშველო სამსახური ცდილობდა, ვერტმფრენის ბორტზე მყოფი ყველა მაშველი და მედიკოსიც დაიღუპა.