ექიმები დახმარებას ითხოვენ - მედიკოსები DRG სისტემის უარყოფით მხარეებზე ალაპარაკდნენ

24.11.23 12:05
ექიმები დახმარებას ითხოვენ - მედიკოსები DRG სისტემის უარყოფით მხარეებზე ალაპარაკდნენ

ექიმები დახმარებას ითხოვენ. მედიკოსები DRG სისტემის უარყოფით მხარეებზე ალაპარაკდნენ. ე.წ. სამართლიანი ფასების პოლიტიკა, კლინიკებისთვის განაჩენი აღმოჩნდა. გაირკვა, რომ დადგენილი ახალი ტარიფები, იმდენად არაადეკვატურია, რომ ხშირ შემთხვევაში, სამედიცინო სერვისების და ოპერაციების ღირებულებებსაც კი ვერ ფარავს.

განსაკუთრებით ამ პრობლემას უჩივიან ძვირადღირებული, მაღალტექნოლოგიური და კომბინირებული ოპერაციების შემსრულებელი კომპანიები. მედიკოსები იხსენებენ, რომ როდესაც სისტემა ჯანდაცვაში ინერგებოდა, მათ ჰქონდათ დაპირება, რომ ხარჯი დაბალანსდებოდა. 

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არის პაციენტის უფლების გაუქმება, რადგან ყველას უნდა ჰქონდეს უფლება იმისა, რომ თანადაფინანსების სისტემით ისარგებლოს. 

დაფინანსების ეს სქემა და ჯანდაცვის სისტემის მართვის ეს სქემა, სამწუხაროდ, განწირულია ყოველთვიურად, ახალი, მსგავსი რეგულაციებისთვის, რომელიც პრობლემებს უქმნის, პირველ რიგში პაციენტების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას და მეორე, პრობლემებს უქმნის კლინიკებს. გამორიცხულია, იმ სქემა, რასაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაარქვა DRG, რაიმე ხელშესახები წარმატება მოჰყვეს. სამწუხაროდ, ჩვენი შედეგები უარესდება. მე ამას DRG-ის ვერ დავარქმევ, ეს რაღაცა სუროგატი მოდიფიკაცია DRG-ისი პრობლემას ქმნის. დაახლოებით იმის გადასაფარად ცდილობენ ახალ, კიდევ უფრო გიჟურ რეგულაციას". - ამბობს "ნიუ ჰოსპიტალსის" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი.