ქართველი ტყვეების დასახსნელად ქართულმა ხელისუფლებამ თურქეთს უნდა სთხოვოს შუამდგომლობა - აკია ბარბაქაძე

24.11.23 13:13
ქართველი ტყვეების დასახსნელად ქართულმა ხელისუფლებამ თურქეთს უნდა სთხოვოს შუამდგომლობა - აკია ბარბაქაძე

რუსული ტერორის ქვეშ მყოფი ქართველი ტყვეები - პოლკოვნიკ აკია ბარბაქაძის თქმით, ქართულმა მხარემ რუსებთან მოლაპარაკებებში თურქეთის ხელისუფლებას უნდა სთხოვოს შუამდგომლობა და უნდა გააკეთოს მკვეთრი განცხადება, რომ დაინტერესებული არიან ქართველი ტყვეების მდგომარეობით.

მათ უნდა მიმართონ თურქეთის ხელისუფლებას, რომ შუამდგომლობა გაუწიონ მოლაპარაკებაში და სანამ არ გათავისუფლდებიან ჩვენი ტყვეები, ან, სანამ არ მოხდება მათი გაცვლა, ქართულმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს მკვეთრი განცხადება, რომ ისინი დაინტერესებული არიან ქართველი ტყვეების მდგომარეობით". - ამბობს აკია ბარბაქაძე.

რუსული ტერორის ქვეშ მყოფი ქართველი ტყვეები. პუტინის მედია გიორგი შუბითიძისა და გიორგი გოგლიძის დაკავების  კადრებს ავრცელებს. გაკოჭილ მებრძოლებს სასტიკად ეპყრობიან, მიუხედავად იმისა, რომ ტყვეები არანაირ წინააღმდეგობას არ უწევენ. რუსული "ენ ტე ვე" კი ერთ-ერთი მებრძოლის მორიგ ჩვენებას აქვეყნებს, სადაც გიორგი შუბითიძე ყვება, რომ ის მაიდანის მოვლენებში სააკაშვილის თანაგუნდელებმა ჩართეს და უკრაინელების მკვლელობა დაავალეს. 

ეს ვიდეო უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ქართველი ტყვეები უმძიმესი ტერორის ქვეშ იმყოფებიან და მათ აიძულებენ წინასწარ დაწერილი ტექსტები იკითხონ. დანამდვილებით იციან, რომ შუბითიძეს კიევის მაიდანთან შეხება არ ქონია. ამ ფონზე კი დღემდე უცნობია რას აკეთებს ქართული სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. დღემდე საგარეო უწყება ერთი, ისიც არაოფიციალური განცხადებით შემოიფარგლა.