ხელისუფლებას ტყვედ ჩავარდნილი ქართველები არ მოუკითხავს - ჯარისკაცების დედები შველას ითხოვენ
საქართველოს ხელისუფლებას მძევლად აყვანილი ქართველი ჯარისკაცები არც კი მოუკითხავს. უკრაინის საელჩომ დაადასტურა, რომ მთავრობას ტყვებიის შესახებ მათთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. "დაიხსენით ჩვენი შვილები" - ქართველი ტყვეების დედები დუმილს არღვევენ. 10 დღიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ მებძოლების მშობლები საჯაროდ ითხოვენ შველას. გიორგი შუბითიძისა და გიორგი გოგლიძის ოჯახებს ხელისუფლებიდან არავინ დაკავშირებია, არ იციან, ცოცხლები არიან თუ არა მათი შვილები.
ვითარება საგანგაშოა. ქართველ ტყვეები რუსული მედიის მთავარი თემაა. აჩვენებენ და ალაპარაკებენ წინასწარ დაწერილ ტექსტებს. მებრძოლები უმძიმესი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ იმყოფებიან. გამოცდილი სამხედროები ხელისუფლებას სასწრაფო მოქმედებისკენ მოუწოდებენ. მთავრობამ უნდა გამოიყენოს ყველა მიმართულება მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ ქართველი ტყვეები რუსული სისასტიკისგან დაიცვას.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.