მკვლელობაში ბრალდებულს სასჯელი გაუნახევრეს - გახდა თუ არა პოლიციის მუნდირი სასჯელისგან თავის დაღწევის მიზეზი?

24.11.23 20:21
მკვლელობაში ბრალდებულს სასჯელი გაუნახევრეს - გახდა თუ არა პოლიციის მუნდირი სასჯელისგან თავის დაღწევის მიზეზი?

 

 

პოლიციელს, რომლის ტყვიასაც ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, სასჯელი გაუნახევრეს. 30 წლის ზურა გველესიანის მკვლელობისთვის ბრალდებული უზენაესმა სასამართლომ  ორი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ მსუბუქი მუხლით გაასამართლა და 3  წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გომელაურის უწყების თანამშრომელს, ერიკ წურწუმიას, ნახევარი უკვე მოხდილი აქვს და ის ციხეს მალე დატოვებს.  უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა.

გაჩნდა ბევრი კითხვაც. აღმოჩნდა თუ არა პოლიციის მუნდირი სასაჯელისგან თავის არიდების მიზეზი? მოკლული გველესიანის დედა ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით მას შვილი მეორედ მოუკლეს. შვიმოკლული დედის მტკიცებით, ბრალდებულის ადვოკატებსა და პროკურატურას შორის   გარიგება შედგა. გაჩუმების სანაცვლოდ კი  დაზარალებულ ოჯახს ფულიც კი შესთავაზეს. საქმე ახლა მოკლული მამაკაცის ოჯახს სტრასბურგში მიაქვს.

ვრცლა ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.