ბრუნდება თუ არა სამედიცინო სექტორში მექრთამეობა? - მედიკოსები DRG სისტემას აპროტესტებენ
ბრუნდება თუ არა სამედიცინო სექტორში ექიმებისთვის ფულის ხალათის ჯიბეში ჩადების პრაქტიკა? მაღალტექნოლოგიური ოპერაციები და რეანიმაციული განყოფილებები კლინიკებისთვის წამგებიანი გახდა. კლინიკები იძულებული არიან, ხარჯები თავად აანაზღაურონ. ეს კი სამედიცინო დაწესებულებებს უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში აგდებს. თუ არსებული რეგულაციები არ გადაიხედება, საავადმყოფოები იძულებული გახდებიან ექიმებს ხელფასები შეუმცირონ.
ერთი წლის წინ შემოღებული DRG სისტემა მედიკოსებს მძიმე ტვირთად დააწვა. მათ შორის გინეკოლოგებსაც. ახალი სისტემა პირდაპირ უბიძგებს პაციენტებს, რომ მედიკოსებს ქრთამი მისცენ.
ახალი წესების მიხედვით, თუ მშობიარე თავად ირჩევს ექიმს ან პალატას, მას სახელმწიფო დაფინანსება საერთოდ უჩერდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასურველ გინეკოლოგს პაციენტმა ფულიკონვერტით უნდა მიუტანოს.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.