დიდი ზარალის მიუხედავად, "საპარტნიორო ფონდის" დირექტორის ხელფასი მნიშვნელოვნად იზრდება - "ფლანგვის დეტექტორი"

24.11.23 22:27
დიდი ზარალის მიუხედავად, "საპარტნიორო ფონდის" დირექტორის ხელფასი მნიშვნელოვნად იზრდება - "ფლანგვის დეტექტორი"

კომპანიების დიდი ზარალის მიუხედავად, სახელმწიფო საწარმოების დირექტორები განსაკუთრებულად მაღალ ხელფასებს იღებენ - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, კომპანია "ბლექ სი არენას" დირექტორის ხელფასი წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება.

"სახელმწიფო საწარმოები წლიდან წლამდე სახელმწიფო სუბსიდიებით არსებობენ.

საინტერესოა, რომ კომპანიების ზარალი მათი დირექტორების შემოსავალზე არასდროს ასახულა.

მაგალითად, სს საპარტნიორო ფონდმა 2018 წელს 585 მილიონის ზარალი განიცადა, თუმცა ამავე წელს კომპანიის დირექტორის შემოსავალმა 294,000 ლარი შეადგინა.

კომპანია ბლექ სი არენას ზარალის მიუხედავად, მისი დირექტორის ხელფასი წლიდან წლამდე იზრდება", - წერს ორგანიზაცია