უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. ნიკა გელენიძის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეგობრები და თანამებრძოლები დახვდნენ. ქართველი ახალგაზრდა მეომარი, პუტინის არმიის აგრესიას იმ დროს ემსხვერპლა, როცა ბახმუტში გარდაცვლილი თანამებრძოლის ცხედრის გამოტანას ცდილობდა.
არსებული ცნობებით, საქართველოდან უკრაინული მიწის დასაცავად წასული სამხედრო დაბომბვაში მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა. 30 წლის მებრძოლი თბილისის დანაყოფის წევრი იყო. გელენიძეს ფოთში, საგვარეულო სასაფლაოზე 28 ნოემბერს დაკრძალავენ.