სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული კალანდიას საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს - რა დარღვევა დაადგინა ევროსასამართლომ

25.11.23 11:32
სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული კალანდიას საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს - რა დარღვევა დაადგინა ევროსასამართლომ

დათუნა სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული შესაძლოა, ციხიდან გათავისუფლდეს? - მიხელ კალანდიას უფლებადამცველმა მოთხოვნით ევროსასამართლოს მიმართა. დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ხორავას ქუჩის სისხლიან საქმეზე დაკავებულთან მიმართებით, საქართველოს ხელისუფლებამ  უფლებები სამი მუხლით დაარღვია. 

ევროსასამართლო ღარიბაშვილის ხელისუფლებას 24 თებერვლამდე აძლევს ვადას იმისთვის, რომ პასუხები გასცეს ყველა დაგროვილ კითხვას. ევროპული სასამართლო გასცემს რეკომენდაციას, რომ სახელმწიფომ მსჯავრდებულთან შეთანხმებას მიაღწიოს.

მსჯავრდებული უფლებადამცველმა საპატიმროში უკვე მოინახულა. მიხეილ კალანდიას მოლოდინი აქვს, რომ მისი საქმე თავდაყირა შეიძლება დადგეს და განხილვა თავიდან დაიწყოს.

რაც შეეხება მოკლული დათუნა სარალიძის ოჯახს და მის უფლებადამცველს, ისინი მხარეებადაც კი არ არიან ჩართულნი ამ საქმეში და შესაბამისად, თავს იკავებენ პოზიციის დაფიქსირებისგან. ახლა ყველა ელოდება იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რა პასუხს გასცემს ევროსასამართლოს ამ დავალებას.

რაც შეეხება თავად დოკუმენტს. წელიწად ნახევრის წინ გაიგზავნა ის ევროსასამართლოსი კალანდიას უფლებადამცველის მიერ. ადვოკატი ამბობს, რომ ევროსასამართლოში მიუთითებდნენ საქმეზე სამი მუხლით დარღვევაზე. პირველი დარღვევა გულისხმობდა სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის უფლების დარღვევას, მეორე, კალანდიას წინასწარ, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე დამნაშავედ გამოცხადებას, მისი თქმით, ასე მოიქცა პარლამენტში შექმნილი კომისია, მესამე – დაცვის უფლებების დარღვევა, ზურაბ თოდუას თქმით, ბრალდებულს არ მიეცა შესაძლებლობა, გამოეკითხა მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი პირები.

იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება მიუღწეველი იქნება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადადის მესამე ეტაპზე, რომლის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს გასცეს პასუხი კითხვაზე - უზრუნველყოფილი იყო თუ არა მიხეილ კალანდიას სამართლიანი სასამართლოს უფლებით. კალანდიას ჰქონდა და მის დაცვას ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა დაეკითხა ის მოწმეები, ვინც მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება და დროებით საპარლამენტო კომისიის მუშაობა იყო თუ არა სამართლიანი სასამართლოს შესაბამის მოქმედებაში. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ჩემი საჩივარი მიხეილ კალანდიას საქმეზე, ფაქტობრივად მთლიანად გაზიარებულია". - ამბობს ადვოკატი.

მიხეილ კალანდიას სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ 11 წელითა და 3 თვის ვადით აქვს პატიმრობა მისჯილი, მას ბრალად დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობა ედება.