გორში წმინდაწყალსა და კომბინატს შორის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას ითხოვენ

25.11.23 12:27
გორში წმინდაწყალსა და კომბინატს შორის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას ითხოვენ

გორში ხიდის მშენებლობას ითხოვენ. წმინდაწყლის მოსახლეობა, კომბინატის დამაკავშირებელი გზის მშენებლობისთვის თანხების მოძიებას 2024 წლის ბიუჯეტში ელოდება.

რატომ არის ამ გზის მშენებლობა აუცილებელი? ადგილობრივი ოპოზიცია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მოძრაობა ბევრად უფრო მოსახერხებელი გახდება დასახლებაში და ნაკლები საცობი იქნება.

ხიდის მშენებლობა მილიონები ჯდება, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ არსებული ბიუჯეტით ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელია.

2024 წლის ბიუჯეტს ვამტკიცებთ და შევიტანეთ 11 ცვლილება, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის წმინდაწყალსა და კომბინატს შორის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა. ეს ხიდი განტვირთავს საცობებს, გაჩენს ახალ ინდუსტრიულ ზონებს და აუთვისებელ ტერიტორიას დატვირთავს კომერციულად. ჩვენ ამ ინიციატივების შეტანით გვინდა რომ საკრებულოს დავუბრუნოთ ფუნქცია, როდესაც საკრებულოში განიხილება და გადაწყდება ხოლმე მნიშვნელოვანი საკითხები და არა ისე, როგორც დღეს არის საკრებულო, ის დღეს არის ნოტარიუსთა პალატა, რომელიც მერიას უდასტურებს ქონების გაცემის საკითხებს ". - ამბობს გორის საკრებულოს წევრი პარტია "საქართველოდან" მამუკა ფანიაშვილი.